„მხოლოდ ამისთვის ღირს იყო პედაგოგი“ - ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლებისადმი სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ
17-02-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ისინი აღსაზრდელების მიმართ სითბოსა და ყურადღებას გამოხატავენ. ამიტომაც შესაბამის უკუკავშირს მოსწავლეებისგანაც იღებენ. პედაგოგს პატარა მოსწავლეებმა ნახატები დაუხატეს. 

„მარტო იმიტომ ღირს იყო პედაგოგი, რომ ასეთი სიტყვები გესმის, ასეთი სიყვარული მოდის ბავშვებისგან, რომლებიც შენგან სწავლობენ სიტყვებსაც, სიყვარულსაც, პატივისცემასაც და რაც მთავარია, მათთვის ხარ პირველი პედაგოგი. მიყვარხართ, ჩემო მერცხლებო“,- აღნიშნავს მასწავლებელი. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203