ბაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპოსტის დასამზადებლად ფოთლები შეაგროვეს
17-02-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო კათედრის ინიციატივით, აქტივობა გაიმართა. 

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეება, მეწარმეობის და ეკო-კლუბის პროექტის ფარგლებში, კომპოსტის დასამზადებლად სკოლის ტერიტორიაზე ფოთლები მოაგროვეს. 

ისინი აქტივობაში მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული მოსწავლე გარემოს მოფრთხილების აუცილებლობასა და მნიშვნელობას კარგად იაზრებს. 

„ფოთლების თავიდან მოსაცილებლად ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად გამართლებული გზა მათგან კომპოსტის დამზადებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203