აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის რუკა დაამზადეს
17-02-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროფესიონალი პედაგოგები საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის, ხოლო მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ჩვენი საქართველოს გაკვეთილზე, მასწავლებლ კარინე ვოსკანიანის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ტიპის რუკა დაამზადეს. 

აქტივობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. ისინი როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად მუშაობდნენ. მათ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს, დამზადებული ნამუშევრები კი კლასებში გამოფინეს. 

„გეოგრაფია მათი ერთ-ერთი საყვარელი საგანია, ამიტომაც დიდი სიყვარულით და ენთუზიაზმით მოემზადნენ ამ პროექტისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203