წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის მეათეკლასელი ანი მზარელუა სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა
17-02-2023
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადებში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.

მათ შორის აღსანიშნავია მე-10 კლასის მოსწავლე ანი მზარელუა, რომელიც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა. მოსწავლე გეოგრაფიისა და ისტორიის საგნობრივ ოლიმპიადაში ასპარეზობს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს შეეწყოთ ხელი საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის.

ანის სასკოლო საზოგადოება წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„ვულოცავთ ანის, მასწავლებლებს, სკოლას ამ დიდ წარმატებას! ანის, შემდეგ ეტაპზეც წარმატებებს ვუსურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203