აფენის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის საინტერესო ინიციატივა
17-02-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს ეკოკლუბი - „17 მიზნის ელჩი“. კლუბი არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს.
მათ შორის აღსანიშნავია, ყოველკვირეული შემეცნებითი რუბრიკა - „იცით თუ არა რომ...''
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასტარტო შეხვედრაზე გაჟღერებული ფაქტები მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის, კლუბმა მომდევნო კვირის ესტაფეტა მათემატიკის კათედრას გადასცა.
სკოლაში ფიქრობენ, რომ ბაზისური ცოდნის, საინტერესო მეცნიერული ფაქტებისა და აღმოჩენების შესწავლა - განმტკიცება სახალისო და ნაყოფიერი იქნება.
შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება ეკოკლუბის ელჩების პატრონაჟით მოხდება!
„სკოლა სათემო სივრცეში წარმოადგენს განათლების კერას რომლის ფუნქციაც ბევრად მეტია ვიდრე მოსწავლეთათვის ცოდნის გადაცემა, ღირებულებების და უნარების გამომუშავების ხელშეწყობა...“ - აღნიშნავს სკოლის დირექცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს