სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
17-02-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. 

მათ შორის, 16 თებერვალს, სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში მეტად საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

მრავალფეროვანი რეზენტაცია სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის - ბეღექ მანასიანის  ხელმძღვანელობით საგანში - „ჩვენი საქართველო“  წარმოადგინეს. მოსწავლეებმა თემა - აფხაზეთი - შეაჯამეს. 

პრეზენტაცია, კომპლექსური დავალების ფარგლებში გაიმართა.

მოსწავლეებმა დავალების პირობების შესაბამისად შეიქმნას მრავალფეროვანი საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ბუნებრივი და კულტურული ძეგლები და მათი მნიშვნელობა აფხაზეთში ტურიზმის განვითარებისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203