
აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები ბავშვებს წიგნის სიყვარულს და კითხვის კულტურას უნერგავენ.
რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე.
მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებზე და წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
იხილეთ ფოტოები: