წერეთელის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ლიტერატურული მოგზაურობა
17-02-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს. 

პროექტი ქართულ ლიტერატურას მიეძღვნა და მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს ისეთი ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორიცაა: „დიდოსტატის მარჯვენა“, „შელოცვა რადიოთი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „იგი“, „ალავერდობა“, „ჯაყოს ხიზნები“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და „ყვარყვარე თუთაბერი“.

ასევე გააანალიზეს გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძისა და ანა კალანდაძის შემოქმედება და იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არც ცისფერყანწელები დარჩენილან და გაიხსენეს მათი, როლი საქართველოს კულტურულ განვითარებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203