ხონის N2 სკოლაში პროექტის -„მოზარდობის ასაკის გამოწვევები“ ფარგლებში ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს უმასპინძლეს
17-02-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის -„მოზარდობის ასაკის გამოწვევების“, ფარგლებში, სკოლაში სტუმრად იყვნენ მოწვეულნი: აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფსიქოლოგი თემურ ბრეგაძე და ფსიქოთერაპევტი მიხეილ კალაიჯანი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს წინა ეტაპებზე განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია.
სტუმრებმა კი, ჩაატარეს საინტერესო ლექცია თემაზე - „ურთიერთობის გაძნელება მშობლებთან, თანატოლებთან, ბულინგი“, რის შემდეგაც გაიმართა დიალოგი.
შეხვედრა იყო მეტად პროდუქტიული, ინტერაქტიული. საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებდნენ მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები. მათ მიიღეს რჩევა-რეკომენდაციები და ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი.
შეხვედრამ, კიდევ უფრო აამაღლა სასკოლო საზოგადოების ცნობიერება ამ მეტად აქტუალურ საკითხებზე.
როგორც პროექტის წევრები აღნიშნავენ, პროექტი გრძელდება და მსგავსი ტიპის შეხვედრები შემდგომშიც ჩატარდება.
„სკოლა დიდ მადლობას უხდის ბატონებს - გოჩა ბაკურაძეს, თემურ ბრეგაძეს და მიხეილ კალაიჯანს თანამშრომლობისთვის, ასევე მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს ჩართულობისა და აქტიურობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს