საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
17-02-2023
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ. 

მათ შორის, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, სპორტის მასწავლების ოთარ დევდარიანის ხელმძღვანელობით, ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე - ფიზიკურ აქტიობაზე. აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებმა გააკეთეს პლაკატი და წარმოადგინეს პრეზენტაცია. 

პრეზენტატორებმა - თათია თარიმანიშვილმა, სანდრო მათიაშვილმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა, მარიამ არჩვაძემ, ნინი ქვლივიძემ, ნინი ზალიკანიანმა, ლიკა ტაბატაძემ და მარიამ გზირიშვილმა მეტად საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია გამართეს და მთელ სასკოლო საოზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203