
საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუსიკას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. მუსიკის პედაგოგი მაია (მამუკაშვილი) უსტიაშვილი მოზარდებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.
ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მუსიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს პრეზენტაცია თემებზე - „ჩრდილების თეატრი“, „ჯაზი“ და „როკი“.
პრეზენტაციაში თითქმის ყველა მოსწავლე იყო ჩართული. მოსწავლეებმა მეტად საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია წარმოადგინეს.
პედაგოგი მაია უსტიაშვილი პრეზენტაციაში მონაწილეობისათვის ყველა მოსწავლეს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: