ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თურქ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს
17-02-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

I კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ საიდა კიარიმოვას ხელმძღვანელობით, მხარდამჭერი პლაკატები გამოფინეს, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და თურქ ხალხს მთელი სკოლის სახელით მიუსამძიმრეს. 

ლეჟბადინის საჯარო სკოლა ღირსეულ მოქალაქეებს ზრდის. სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კეთილშობილური თვისებების გაღვივება.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38 044-მდე გაიზარდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203