
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში წარმატებული მოსწავლეები სწავლობენ. ისინი სხვადასხვა შეჯიბრსა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან და გამარჯვებასაც აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეთერთმეტეკლასელი გიორგი დულარიძე, რომელიც გახდა საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში. მისი სიხარული თანაკალსელებმა, პედაგოგმა და დირექტორმა გაიზიარეს და სკოლაში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს.
მოსწავლეს წარმატება სკოლის დირექტორმა, კლასის ხელმძღვანელმა და სკოლის პედაგოგებმა მიულოცეს. მათ მეთერთმეტეკლასელს კიდევ ბევრი გამარჯვება და წარმატება უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა მოსწავლე სიმბოლურად, თასით დააჯილდოვა.
„გვიყვარხარ და გვეამაყები“, - ასე მიმართავენ საამაყო მოსწავლეს დირექცია და პედაგოგები.
იხილეთ ფოტოები: