გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლემ თანასკოლელებს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარა
16-02-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში შრომისმოყვარე, წარმატებული და ცოდნის ამაღლებაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა ხატია ჯალანდარი, რომელიც 2021-2022 წლებში „flex“ - პროგრამის გამარჯვებული გახდა და ერთი წელი ამერიკაში გაატარა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლემ თანასკოლელებს გაცვლითი პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ბავშვები მას დიდი ინტერესით უსმენდნენ.

მან პრეზენტაციაზე ასევე აღნიშნა, რომ ეს არის პროექტი, რომელშიც ყველა მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა. ამის მეშვეობით ისინი მეტად წარმატებულები გახდებიან და საჭირო გამოცდილებას მიიღებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203