„მდგრადი განვითარება“- გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონფერენცია გაიმართა
16-02-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა. 

ამჯერად, შიდასასკოლო კონფერენცია თემაზე - „მდგრადი განვითარება“ გაიმართა. მოსწავლეებმა დაამუშავეს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, შეარჩიეს რამდენიმე და პრეზენტაციის სახით წარადგინეს. 

მოსწავლეები კონფერენციის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. ბოლოს, დაისვა კითხვები, გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203