არხილოსკალოს საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგმა - ნატო აფციაურმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
16-02-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი მიზანდასახულობითა და წარმატებისკენ სწრაფვით გამოირჩევიან.

ერთ-ერთი ასეთი მიზანდასახული მასწავლებელია მუსიკის პედაგოგი ნატო აფციაური, რომელმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ,  2021 წელს პედაგოგმა ნატო აფციაურმა საგნის - მუსიკის გამოცდა ჩააბარა. ის გადიოდა მაძიებელი მასწავლებლის პროგრამას, რომელიც წარმატებით დასრულდა და მასწავლებელს შრომა დაუფასდა.

„მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა იყო და არის სასკოლო კულტურის განუყოფელი ნაწილი, ეს ზრუნვა კი ჩვენმა სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ქალბატონმა ლია აფციაურმა პირნათლად შეასრულა და ტუტორობა გაუწია ქალბატონ ნატო აფციაურს. გაწეული შრომისთვის სკოლის დირექტორი მას დიდ მადლობას უხდის“, - გვეუბნებიან სკოლაში.

სკოლა მასწავლებლის სიხარულს იზიარებს.

სკოლის დირექცია და თანამშრომლები მუსიკის მასწავლებელს - ნატო აფციაურს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავენ და მას პროფესიულ საქმიანობაში წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203