„ჩვენ საქართველოს შვილები ვართ“- თბილისის N174 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
თბილისის N174 საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ და მოსწავლეთა მოტივაციასა თუ ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამჯერად, მე-4
ვ კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში პროექტი - „ჩვენ საქართველოს შვილები ვართ“, მოამზადეს. თითოეულმა მოსწავლემ, პედაგოგის დავალებით, იმ კუთხის შესახებ ისაუბრა, საიდანაც ისინი არიან. მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„მე-4 კლასის ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელო საინტერესო თემებითაა გაჯერებული. მოსწავლეების ყურადღება მიიქცია მასალამ საქართველოს კუთხეების შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: