ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათი ცოდნის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას მრავალფეროვანი აქტივობებით ცდილობენ.
ამის მაგალითია ისტორიის ღია გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ. გაკვეთილი გაჯერებული იყო სასწავლო რესურსითა და საინტერესო აქტივობებით.
ბავშვებმა, საქართველოს კუთხეების შესახებ რამდენიმე თემა შეაჯამეს, იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.
მოსწავლეებმა ცოდნა განიმტკიცეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: