„სწავლა კეთებით“ - პატარა ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტკბილეულობა მომაზადეს
16-02-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

სწორედ ამიტომ, მასწავლებლები  საგაკვეთილო პროცესში „სწავლა კეთებით“ მეთოდს აქტიურად იყენებენ.

ამჯერად, ამ მეთოდის გამოყენებით სკოლაში მოსწავლეებმა თემაზე - „კანფეტები“ პრაქტიკული დავალებები შესანიშნავად შეასრულეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. ბავშვებმა სხვადასხვა სახის ტკბილეული დამოუკიდებლად დაამზადეს. ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

„განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას და არა – ფაქტების დამახსოვრებას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

„სწავლა კეთებით“ -  თამაშით, პრაქტიკული აქტივობებით, თავგადასავლებით გაჯერებული მეთოდია, რომელიც მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203