ძველი ხიბულის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ადრეული ქორწინება“ პრეზენტაცია მოაწყვეს
16-02-2023
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
მათ შორის, საგანის - „მოქალაქეობა“ შესწავლის ფარგლებში, ძველი ხიბულის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ადრეული ქორწინება“ პრეზენტაცია მოაწყვეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რას გულისხმობს ნაადრევი ქორწინება, რა არის მთავარი მიზეზები და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას.
მოსწავლეთა პრეზენტაცია მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.