ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ
16-02-2023

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს. განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, დამრიგებლის ნარგიზ ხახუტაიშვილის ხელმძღვანელობით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტის ფარგლებში, საკლასო ოთახში „მუზეუმი“ მოაწყვეს. მათ ასევე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კლასში პრეზენტაცია წარადგინეს.

ბავშვები გაკვეთილის შემდგომ ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც მათი კუთხის ისტორიულ წარსულს და ადათ–წესებს გაეცნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საკლასო ოთახში დაბრუნების შემდგომ მოსწავლეებმა ნანახის შესახებ ნახატები შეასრულეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203