ვარდისუბნის საჯარო სკოლის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის კლუბი“ სამეწარმეო ფორუმზე წარდგა
16-02-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამეწარმეო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
სამეწარმეო ფორუმი „მეწარმეობის განვითარება რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის“ 3 თებერვალს, თელავში გაიმართა.
ფორუმს ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.
ფორუმში 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. პარალელურად მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი სამეწარმეო პოტენციალის ჩვენებას და პოპულარიზაციას. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ორმა საჯარო სკოლამ.
მათ შორის იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის კლუბი“.
დამსწრე საზოგადოებას კლუბის საქმიანობა წარუდგინეს კლუბის ხელმძღვანელმა სოფიკო ბიწაძემ და სკოლის დირექტორმა მანანა ბახტურიძემ.
მოსწავლეებმა კი გამოფინეს თავისი ხელით დამზადებული „ჩაი“ და ხელნაკეთი ნივთები, რამაც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ელჩისა და სახელმწიფო რწმუნებულის დიდი ყურადღება და ინტერესი გამოიწვია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს