
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, 15 თებერვალს რესურს ოთახი გაიხსნა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები დამატებით მხარდაჭერას, ინდივიდუალურად ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან ერთად მიიღებენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ აღნიშნული სივრცით მოსწავლეთა თვითმართველობა, კლუბები და წრეები ისარგებლებენ.
„ბავშვებმა ოთახის კედლებს სიცოცხლე შესძინეს. ჯერ ერთი ხე მიახატეს, მერე კიდევ რაღაც და ბოლოს საოცარი კედლები გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: