
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში, მათემატიკის მასწავლებელის ციალა ალუღიშვილის ინიციატივით, „ნორჩი მათემატიკოსის“ წრე მუშაობას აქტიურად შეუდგა.
სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მიმდინარე აქტივობებში ხალისით მონაწილეობენ. აქტივობები მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეების საყვარელი საქმიანობა „სახალისო მათემატიკის“ რთულ ამოცანებზე ჯგუფურად მუშაობაა.
იხილეთ ფოტოები: