„თოვლისა და სიცივის მიუხედავად, ჩვენი სკოლის კარი მაინც გაიღო“ - დარჩიძეების საჯარო სკოლის სწავლასმოწყურებული მოსწავლეები და მოტივირებული პედაგოგები
16-02-2023

თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ. მათი უნარების გაუმჯობესებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის საზოგადოებას არც დიდთოვლობამ შეუშალა ხელი და მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი აქტიურად გააგრძელეს.

თოვლმა მოსწავლეები და მასწავლებლები გაახალისა, თუმცა სწავლა მათთვის პრიორიტეტულია.

„თოვლისა და სიცივის მიუხედავად, ჩვენი სკოლის კარები მაინც გაიღო“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203