ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პოსტერი შექმნეს
16-02-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში საინტერესო და მოსწავლეების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილები ტარდება. მრავალფეროვან აქტივობებში პედაგოგები მოსწავლეებსაც რთავენ.

ამჯერად, სკოლაში VII კლასის მოსწავლეებმა: ლანა ბანძელაძემ, ლუკა გაზდელიანმა, ნანა იობიძემ, ნანა ტყაბლაძემ და ნინი ტყაბლაძემ ინგლისური ენის პედაგოგ დოდი ფრუიძის ხელმძღვანელობითა და სპორტის მასწავლებლის დავით ფაჩუაშვილის დახმარებით პოსტერზე - „MY FAVORITE SPORTS“ იმუშავეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს მათი საყვარელი სპორტის სახეობებისა და ამ სახეობებში გამოჩენილი სპორტსმენების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს. მათ მოცემული ინფორმაციები ინგლისურ ენაზე თარგმნეს.

„მოსწავლეთათვის სამუშაო პროცესი მეტად საინტერესო იყო. მოცემული აქტივობა ემსახურებოდა ინგლისური ენის ცოდნის დონის გაღრმავებას, სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203