
17 თებერვალს, ბათუმის ელიტური სკოლა „გორდა“ საგანმანათლებლო პროექტის - „ჰუმანური საქართველოს“ ეგიდით, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელს, აკადემიკოს შალვა ამონაშვილს უმასპინძლებს.
არაფორმალური განათლების ფარგლებში, კითხვა-პასუხის რეჟიმში, გაიმართება შეხვედრა სკოლის თინეიჯერებთან.
იქვე, სასკოლო სივრცეში, ჩატარდება სახალისო ქიმიური ცდები; სასკოლო კლუბებისა და არტსალონის წევრების ნამუშევრების (თექა, ბატიკა, გობელენი, ფარდაგი); მოსწავლეთა და პედაგოგთა კალიგრაფიული ნიმუშებისა და ნახატების გამოფენა.