ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს ლიტერატურისადმი სიყვარულს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ. ისინი წიგნის პუპულარიზაციის მიზნით, ბავშვებს საინტერესო აქტივობებში მონდომებით რთავენ.
სწორედ ამიტომ სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაზე ლიტერატურული კლუბის - „ივერია“ წევრებმა თანამედროვე ქართული და უცხოური ნაწარმოებები განიხილეს. მათ ასევე წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა და მასწავლებელმა დამსწრე საზოგადოებას საყვარელი წიგნები გააცნეს. მათ ინფორმაციები გაცვალეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან ცეცხლაძე ხელმძღვანელობდა.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს წიგნის კითხვისადმი ინტერესს უჩენს, რაც მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: