ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა თურქ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მიწისძვრით დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს.
ჰუმანიტარული ამანათის შეგროვებაში მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო.
ბათუმის N26 საჯარო სკოლა ღირსეულ მოქალაქეებს ზრდის. სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კეთილშობილური თვისებების გაღვივება.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში ძლიერ მიწისძვრას 35 418-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
იხილეთ ფოტოები: