შემოქმედის საჯარო სკოლის ორ წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედალი გადაეცა
16-02-2023

აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლას 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულები - მარიამ ჩხატარაშვილი და მარიამ ვაშალომიძე ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.

ოქროსმედალოსნები სკოლას ესტუმრნენ და კუთვნილი მედლები მიიღეს. მათ სასკოლო საზოგადოება გაახარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მათი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მარიამ ჩხატარაშვილმა 70%-იანი გრანტი მოიპოვა, მარიამ ვაშალომიძემ კი 50%-იანი.

„ბევრჯერ, ბევრჯერ გაგვახარეთ თქვენი მიღწევებით!“, - ამაყობენ პედაგოგები კურსდამთავრებულთა მიღწევებით და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203