ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამ მიზნით, 14 თებერვალს სკოლაში, წიგნის ჩუქების დღე გაიმართა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანია, წიგნის რაც შეიძლება მეტი ბავშვის ხელში მოხვედრა, ბავშვების წიგნებისადმი წვდომის გაზრდა, ენთუზიაზმი, წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება და კითხვის კულტურისა დანერგვა.
სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით არაერთი აქტივობა ტარდება, წიგნის ჩუქების დღეს კი ტრადიციული ხასიათი აქვს და ყოველწლიურად იმართება.
წელს, ამ დღეს სადამრიგებლო სამუშაოს სახე მიეცა და საინტერესოდ აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს