
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველი თოვლის მოსვლას ჟრიამულით შეხვდნენ.
სკოლის ეზოში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად, თოვლის ბაბუა გააკეთეს, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ბავშვებმა იგუნდავეს, ითამაშეს, დრო ხალისიანდა გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„რა ცოტა სჭირდებათ ბავშვებს ბედნიერებისთვის“, - აღნიშნევენ პედაგოგები, რომელთაც მოსწავლეთა სიხარული ხალისით გაიზიარეს.
ეს დღე მოსწავლეთათვის დაუვიწყარ, ლამაზ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები: