ჭახათის საჯარო სკოლის წარმომადგენლები საინტერესო ტრენინგ-შეხვედრას დაესწრნენ
16-02-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და პედაგოგთა ცოდნის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ტრენინგებში აქტიურად მონაწილეობს.

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მერაბ ტაკიძე, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი ანრი მიქელაძე და სამოქალაქო კლუბ „ნინოწმინდას“ ლიდერი მარიამ ახალაძე 10 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო Radisson-ში სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამრთულ ტრენინგ-შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. შეხვედრის თემა - „ადვოკატირება“ იყო.

ტრენიგნის მონაწილეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია მიიღეს ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშანვია, რომ მსგავსი ტრენინგები სკოლის  წარმომადგენლების მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203