
მელანია დოლიძე სპორტის მასწავლებელია, რომელიც პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. პედაგოგი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობითა და მიზანდასახულობით გამოირჩევა. ის წარმატებისკენ მონდომებითა და მოთმინებით მიისწაფვის.
პედაგოგი მოსწავლეებს საკუთარი მაგალითითა და განვლილი გზით აჩვენებს, რომ არასდროს დანებდნენ და განვითარება განაგრძნონ.
მასწავლებელი მოსწავლეებს მუდმივად გვერდით უდგას და მათ წარმატებას სიხარულით იზიარებს.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგის მოსწავლეებიც არანაკლები მიზანდასახულობით გამოირჩევიან. ამის მაგალითია, მისი ერთ-ერთი მოსწავლის ნაზი დუმბაძის დებიუტი (თბილისში) აჭარის ჰოკეის გოგონათა ნაკრებში.
„წარმატებები მინდა ვუსურვო ამ ლამაზ გოგოს დიდი სპორტული კარიერის კვალდაკვალ“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: