ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკში, მუნიციპალიტეტის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
16-02-2023

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის პატარა მოჭადრაკეებმა მუნიციპალიტეტის ჩემპიონატზე თავი ისახელეს.

ჩემპიონატი მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრში გაიმართა.

ჩემპიონატში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებულთა შორის არიან ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები:

  • გიორგი ჯვართავა - 15 წლის;
  • ანასტასია კვირკველია - 12 წლის;
  • საბა ებრალიძე - 8 წლის და ლუკა წულაძე - 7 წლის, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.

„ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია, რომელიც არა მარტო ლოგიკური აზროვნების განვითარებას, არამედ ყურადღების კონცენტრაციას, ყოველი ნაბიჯის საფუძვლიან გაანალიზებასა და გამარჯვებისაკენ სწრაფვას უწყობს ხელს.

ადრეული ასაკიდან კი ამ უნარების განვითარების შესაძლებლობას იძლევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ცენტრი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოჭადრაკეებს და მათ ოსტატებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203