დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
16-02-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერებისა დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა, რომელშიც მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ.

ინტელექტუალურ თამაშის ორგანიზატორი სკოლის დირექცია და ისტორია სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - თინა ასათიანი გახლდათ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თამაში საინტერესოდ წარიმართა -  გამოვლინდა გამარჯვებული მაღალქულიანი მოსწავლეები, შეიქმნა სკოლის გუნდი „ერუდიტი“, რომელიც რაიონულ ინტელექტუალურ კონკურსში ჩაერთვება.

„აღნიშნული თამაშის მიზანი მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, მოტივირება და ნიჭიერი მოსწავლეების წარმოჩენა იყო“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი შეჯიბრებების ჩატარება მოსწავლეებში აზროვნებისა და ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, რომელიც ხარისხიანი განათლების მიღებისთვისაა საჭირო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203