„ეგვიპტური მხატვრობა“ - ქობულეთის N3 საჯარო სკოლის VII კლასში კონფერენცია გაიმართა
16-02-2023
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებს მართავენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, VIIა კლასის მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე - „ეგვიპტური მხატვრობა“.

კონფერენცია საიტერესოდ წარიმართა, მოსწავლებმა - მარი მსხალაძემ, ანი თავდგირიძემ, ნინი ტაკიძემ, თედო გოგიტიძემ, ალისა ჩავლეიშვილმა და ანანო ანანიძემ არგუმენტირებული მსჯელობით წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე -  ეგვიპტური მხატვრობის მხატვრულ-გამომსახველობითი პრინციპები. 

მოსწავლეთა პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. პრეზენტატორებმა საკითხის ცოდნა და ტექნიკური უნარები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203