
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს, განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტებში აქტიურად რთავენ.
სკოლაში ამჯერად, პროექტის - „სამართლებრივი კულტურა“ ბოლო გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა - „ადრეული ქორწინება“ იყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღნიშნული გაკვეთილი მოსწავლეთა მონაწილეობით, ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი და ინფორმაციული იყო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილის დასასრულს, პროეტში ჩართულმა პოლიციელმა ბავშვებთან კალათბურთის თამაშის სურვილი გამოთქვა, რამაც ისინი ძალიან გაახალისა.
„უღრმესი მადლობა პროექტის ხელმძღვანელებსა და პოლიციელებს თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: