
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები აქტიურად ერთვებინ.
მათ შორის, სკოლაში 10 თებერვალს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ (ხელმძღვანელები: რ.კალანდარიშვილი და ჟ.სიმონია) თემაზე - „ჩემს ჭკვაზედ გადამყავს სამყარო“ პოეზიის საღამო გამართა. ღონისძიება პოეტ ტარიელ ხერხელაურს მიეძღვნა.
აღნიშნულ ღონისძიებაში V-VII-X-XI-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებაზე ბავშვებმა პოეტის ცხოვრება და შემოქმედება საინტერესოდ და მხატვრულად წარმოაჩინეს. მათ ასევე იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: