ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქადაგება მოისმინეს
16-02-2023
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა მირქმის დღესასწაული ტაძარში აღნიშნეს.
მისი ყოვლადუსამღვდელოესოების მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და 12 მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში, 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა აღავლინეს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე), სკოლის სულიერმა მოძღვარმა, დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე) და დეკანოზმა მირიანმა (რამიშვილი).
მათ ქადაგებით მიმართეს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს, მასწავლებლესა და მშობლებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს