მუხრანის N3 სკოლის მოსწავლეებმა მიწისძვრით დაზარალებული თურქი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს და მათ ჰუმანიტარული დახმარება შეუგროვეს.აქტივობაში ჩართული იყვნენ მოსწავლეები: ნიკა და რომა მელაძეები, ზურაბ და გიორგი ილარიონები, ნინო გერაძე, მათე და ალექსანდრე შახნაზაროვები.
აქტივობა, პედაგოგების: ლიანა დოლიშვილის, მაია მგელაძის, რუსუდან გურულის და სხვების მხარდაჭერით განხორციელდა.
სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების სოციალურ პროექტებში ჩართვა და მათში სოლიდარობისა და კეთილშობილური თვისებები გაღვივება.
იხილეთ პრეზენტაცია.