მახოს საჯარო სკოლის მოსწავლემ - მარიამ კახიძემ ჟურნალისტის როლი მოირგო
15-02-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში მრავალხმრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლემ, საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მწიგნობარის” საპატიო წევრმა - მარიამ კახიძემ ჟურნალისტის როლი მოირგო. მოსწავლემ გადაცემა „მომავლის ჟურნალისტებში“ მიწვეულ სტუმარს - პოეტ თინა ბასაძიშვილის, როგორც ჟურნალისტმა საინტერესო კითხვები დაუსვა და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინა.

გადაცემაში მათ საინტერესო თემებზე ისაუბრეს. პოეტმა თავისი პირველი ლექსი გაიხსენა და მისი დაწერის ისტორიას მოყვა.

დღე ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203