ახოს N1 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მოსწავლეთა კონფერენცია მიეძღვნა
15-02-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს დიდი მონდომებით აღნიშნავენ. გამონაკლისი არც დავით აღმაშენებელის ხსენების დღე იყო. 

სკოლაში მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარადგინეს. მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს, რამაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203