პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგ რემიზ თებიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი გადაეცა
15-02-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლას, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დურმიშხან შავიშვილი ეწვივნენ.

მინისტრმა, პირველი მაისის საჯარო სკოლის მასწავლებელ - რემიზ თებიძეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი გადასცა.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ სასწავლო პროცესს, გაესაუბრნენ პედკოლექტივს, მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციას.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს იგეგმება სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ეზოს, მთლიანი ფასადისა და ღობის რეაბილიტაცია.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203