ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ექიმს უმასპინძლეს
15-02-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით საინტერესო ღონისძიებები ტარდება. სასწავლო პროცესი კი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.  

მათ შორის აღასანიშნავია, I კლასის მოსწავლეთა ბუნებისმეტყველების წარმტაცი გაკვეთილი, რომლზეც მასწავლებელმა ლია ბარბაქაძემ და პირველკლასელებმა ექიმს უმასპინძლეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექიმი, ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს ესაუბრა ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე ყველასათვის და ყველა ასაკში.

ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა კი მოსწავლეებს გააცნო სწავლის მიზნებიდან და ამოცანებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი, რომელიც წარმოადგენს მდგრადი განვითარების მესამე მიზანს - ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ გაკვეთილის მსვლელობაში. გააზრებულად პასუხობდნენ მასწავლებლისა და ექიმის მიერ დასმულ შეკითხვებს. თავადაც სვამდნენ დამაზუსტებელ კითხვებს და გამოჰქონდათ დასკვნები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203