„ვაშა, ჩვენ კითხვა ვიცით!“ - თბილისის N136 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო აქტივობა
15-02-2023
თბილისის N136 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას. სწორედ ამ მიზნით 1-ლიბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ხელმძღვანელობით სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნ. სამანიშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წაიკითხეს დიდი წიგნები და გამოთქვეს აზრი, რომ ისინი ხშირი და აქტიური მკითხველები იქნებიან, მათ ნახეს საბავშვო ფილმი - „როგორ იპოვეს მაშველებმა დაკარგული წიგნები“.
„ასე გაწევრიანდნენ პატარა მკითხველები, მკითხველთა დიდ ოჯახში“ - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს