სენაკის N3 სკოლის შვიდი წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლით დაჯილდოვდა
15-02-2023
სენაკის N3 საჯარო სკოლის 2020-2021 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - სალომე წულეისკირს, ნაზიკო ჩარტიას, დავით ყურაშვილს, ირაკლი ქაციბაიას, გიორგი ჟვანიას, ეკატერინე კობიძესა და ნიკა სიჭინავა კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.
კურსდამთავრებულები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარჩინებით სწავლისთვის დააჯილდოვა.
სკოლაში ოქროსმედალოსანი მოსწავლეებით ამაყობენ და წარმატებას მომავალშიც უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს