ეშტიის N1 სკოლის სამი წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა
15-02-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს -  მიკაელ ანტონიანს (ოქრო) ქნკუშ ჩარჩიანსა (ვერცხლი) და კატია ავეტისიანს (ვერცხლი) კუთვნილი მედლები გადაეცათ.

წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლის დირექცია ულოცავს, მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203