პატარა ფოთის საჯარო სკოლაში წიგნიერების პოპულარიზაციას საინტერესო აქტივობა მიეძღვნა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლა კითხვის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად მუშაობს და არაერთ საინტერესო აქტივობას აწყობს.მათ შორის აღსანიშნავია, სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა.
I-II კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასის მასწავლებლის - მანონ ბიბლაიას ხელმძღვანელობით ამ დღეს საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს.
სკოლის ბიბლიოთეკარმა, მარინა რატიანმა ბავშვებს წაუკითხა ეკატერინე გოგოლაშვილის ავტორობით გამოცემულ, „იგავ-არაკთა პალიტრა“- დან „მელია და ფუტკარი“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წაკითხული გაიაზრეს და სახალისო, მრავალფეროვანი დავალებები შეასრულეს:
- რას ამბობს ნახატი? - ილუსტრაციის გაფერადება;
- ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა;
- დაკვირვების ცხრილის შევსება;
მოსწავლეები პროცესში, აქტიურად და დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: