
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ და მათ საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.
სწორედ ამ მიზნით, ხელოვნების გაკვეთილზე, მასწავლებლის მაკა ფაციას ხელმძღვანელობით, თემაზე - „ლაჰილზე, ალბათ, დიდებული და სავსე მთვარეა“ - გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე საინტერესო ნახატები შექმნეს, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად გამოავლინეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და უნარების გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: